ახალი ამბები

კახეთში მშენებლობიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა

18 თებერვალი, 2018 • 4220
კახეთში მშენებლობიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა

კახეთში, გურჯაანის სპირტის ქარხნის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დროს ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს”  შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც ქარხნის დირექტორმა, ლადო ფოთოლაშვილმა Reginfo-ს განუცხადა, გარდაცვლილი იმ სამუშაოს ასრულებდა, რომელიც მას არ ევალებოდა.

“ის იყო ზეინკლის თანაშემწე. მასთან შრომითი ხელშეკრულებაც ამაზეა გაფორმებული. საიდანაც გადმოვარდა, იქ არაფერი ესაქმებოდა”- განაცხადა ლადო ფოთოლაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს,  რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით  ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი