ახალი ამბები

ირანში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

18 თებერვალი, 2018 • 1802
ირანში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ირანში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც  დაახლოებით 60 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის თანახმად, თვითმფრინავი(ATR 72-500 ) ქვეყნის მთიან რეგიონში ქალაქ სემირომთან ჩამოვარდა. თვითმფრინავი, რომელიც ავიაკომპანია Aseman Airlines ეკუთვნის, თეირანიდან ქალაქ იასუჯის მიმართულებით მიფრინავდა.

წინასწარი ინფორმაციით, ჩამოვარდნის მიზეზი ცუდი ამინდი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი