BMW-G30 ფოტო: Creative Common/Wikipedia

კვლევა: ყველაზე უხეში მძღოლები BMW-ს მფლობელები არიან

ბრიტანულმა ტელეკომპანია “Dave”-მ კვლევა ჩაატარა, რომლითაც შეეცადა გამოევლინა, რომელი მარკის ავტომანქანების მძღოლები არიან ყველაზე უხეშები და ეგოისტები. The Independent-ის ცნობით, ტიტული გერმანული BMW M3-ის მძღოლებმა დაიმსახურეს.

ტელეარხმა გამოკითხვა თავისი ახალი გადაცემისთვის “Supercar Customiser” ჩაატარა. გამოკითხულიდან უმრავლესობამ, 56%-მა ყველაზე უარყოფითად სწორედ BMW-ს მძღოლები დაასახელა. მის შემდეგ, ყველაზე უხეშებად და ეგოისტებად Raneg Rover-ის მძღოლებს ასახელებს გამოკითხულთა 48%, 43%-ს კი მიაჩნია, რომ მსგავს შეფასებას Audi TT-ის მძღოლები იმსახურებენ.

იდეის ავტორები შეეცადნენ, გამოკითხული მძღოლების საკუთარი მანქანებისადმი დამოკიდებულებაც გაერკვიათ, რა დროსაც საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა: გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ მათ მანქანებს პიროვნება გააჩნიათ, 53%-მა კი საკუთარ ავტომობილებს სახელებიც შეარქვა.

ტელეარხმა სულ 2 000 ადამიანი გამოკითხა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან