ახალი ამბებიგართობახელოვნება

კაროლინა ჰერერა მოდის ინდუსტრიას ტოვებს

16 თებერვალი, 2018 • 2879
კაროლინა ჰერერა მოდის ინდუსტრიას ტოვებს

კაროლინა ჰერერა საკუთარი ბრენდის კრეატიული დირექტორის თანამდებობას ტოვებს. 79 წლის დიზაინერმა საზოგადოებას ამ გადაწყვეტილების შესახებ  მის მიერ შექმნილი ბოლო კოლეზქციის ჩვენებაზე აცნობა.

ჰერერა ამავე სახელწოდების ბრენდს 37 წელი ხელმძღვანელობდა, მის ადგილს კი 31 წლის ვეს გორდონი დაიკავებს, რომელიც მანამდე “კაროლინა ჰერერას” კრეატიული კონსულტანტი იყო.

“კაროლიონა ფერერა ნიუ იორკი” ქალისა და კაცის ტანსაცმლის, აქსესუარების, ფეხსაცმელებისა და სუნამოების ხაზს აერთიანებს. ბრენდი 1980 წელს თავად კაროლინა ჰერერამ დააარსა და ამ წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ჰერერამ მოდის ინდუსტრიაში ელიტარული ბრენდის საეხლი დაიმკვიდრა. მისი სამოსი ელეგანტურობით გამოირჩევა და არაერთ ვარსკვლავს სცმია წითელ ხალიჩაზე. ბრენდის დაარსების შემდეგ კაროლინა ჰერერას სამოსს  აშშ-ის ყველა პირველი ლედი იცვამდა, მათ შორის,  ჰილარი კლინტონი, ლაურა ბუში და მიშელ ობამა. ჰერერას ერთგულნი არიან  მელანია ტრამპი და დონალდ ტრამპის უფროს ქალიშვილი ივანკა.

კაროლინა ჰერერა  კომპანიაში სიმბოლურ თანამდებობას შეინარჩუნებს, ის გლობალური ბრენდის ელჩი იქნება. ახალი კრეატიული დირექტორი, ვეს გორდონი კი სადებიუტო ჩვენებას, 2019 წლის სეზონზე გამართავს.

Read all about it! Shop #Spring2018 @NeimanMarcus. #CarolinaHerrera

A post shared by CAROLINA HERRERA (@carolinaherrera) on

24/7 in Khaki and #CHCaracas. #CHBags #CHCarolinaHerrera

A post shared by CAROLINA HERRERA (@carolinaherrera) on

მასალების გადაბეჭდვის წესი