ახალი ამბები

სროლა ფლორიდაში: მასწავლებლები და FBI გაფრთხილებულნი იყვნენ თავდამსხმელის შესახებ

16 თებერვალი, 2018 • 1738
სროლა ფლორიდაში: მასწავლებლები და FBI გაფრთხილებულნი იყვნენ თავდამსხმელის შესახებ

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) და სკოლის მასწავლებლებმა წინასწარ იცოდნენ ნიკოლას კრუზის განზრახვის შესახებ. 15 თებერვალს კრუზმა სისხლიანი  თავდასხმა მოაწყო ფლორიდის შტატის იმ სკოლაზე, საიდანაც გარიცხეს. შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა, მათგან 5 – მძიმედ.

BBC-ის ინფორმაციით, ნიკოლას კრუზი წინა წელს იუთუბის პოსტში წერდა, რომ “პროფესიონალი სკოლის მსროლელი” გამოვიდოდა.

პოსტის ნახვის შემდეგ იუთუბის მომხმარებელი Ben Bennight გამოძიების ფედერალურ ბიუროს დაუკავშირდა. FBI-ს თქმით, ამ პოსტმა მაშინ ხელისუფლება დააინტერესა, თუმცა მისი ავტორის ვინაობის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ხოლო ამერიკული მედიის ინფორმაციით, მასწავლებლებიც გაფრთხილებულნი იყვნენ იმის შესახებ, რომ კრუზი სკოლის ტერიტორიაზე ზურგჩანთით არ დაეშვათ.

BBC-ის ინფორმაციით, კრუზის ყოფილმა კლასელმა ჯოშუა ჩარომ მის ჩანთაში ტყვიები ნახა, თუმცა ეს არ გაკვირვებია, რადგან “იგი ისეთ ბავშვს ჰგავდა, რომელიც ამის გამკეთებელი იყო”. იმავეს ამბობენ სხვა მოსწავლეებიც, თუმცა მათ ამის გამო პოლიციისთვის არავის მიუმართავთ.

ნიკოლას კრუზი სკოლიდან გასულ წელს დისციპლინური მიზეზებით გარიცხეს. ამას წინ უძღოდა მისი მუქარა სტუდენტების მიმართ. კრუზი სკოლაზე თავდასხმიდან მალევე დააკავეს. ის დანაშაულს აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი