ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანული მხარე “ერევნის დაბრუნების შესახებ” მარია ზახაროვას კომენტარით გაოცებულია

16 თებერვალი, 2018 • 2751
აზერბაიჯანული მხარე “ერევნის დაბრუნების შესახებ” მარია ზახაროვას კომენტარით გაოცებულია

“აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სიტყვებზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებამ ჩვენი გაოცება გამოიწვია. სტრატეგიული და პარტნიორული კავშირების, ასევე აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის მაღალ დონეზე არსებული დიალოგის გათვალისწინებით, სახელმწიფოს ხელმძღვანელის მიმართ მსგავსი სახის დამოკიდებულება არასწორი მიგვაჩნია”, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2017 წლის 8 თებერვალს აზერბაიჯანის მმართველი პარტიის სხდომაზე განაცხადა, რომ ერევანი [და არა მხოლოდ ერევანი] ისტორიულად აზერბაიჯანის ტერიტორიაა და ისტორიულ მიწებზე დაბრუნება აზერბაიჯანის სტრატეგიული მიზანია. სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურა 15 თებერვლის ბრიფინგზე რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

“მოსკოვში, რასაკვირველია, ყველამ ნახა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ალიევის გამოსვლა მმართველი პარტიის ყრილობაზე. მშვენივრად ვიცით, რომ აზერბაიჯანსა და მეზობელ სომხეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბულია. აღნიშული გამონათქვამები კი ამ დაძაბულობის შემცირებას ნამდვილად არ უწყობს ხელს”, – ციტირებს ზახაროვას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი.

ალიევის გამონათქვამს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სომხური მხარე ვერ დაამყარებს იმედს იმაზე, რომ მთიანი ყარბაღის პრობლემა შეიძლება გადაიჭრას მანამ, სანამ აზერბაიჯანი საკუთარ მაქსიმალისტურ და არარეალისტურ მოლოდინებზე უარს არ იტყვის და ერევნის დაპყრობაზე იოცნებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი