ახალი ამბები

პარიზში კრიმინალური დაჯგუფების ქართველი წევრები დააკავეს

16 თებერვალი, 2018 • 1592
პარიზში კრიმინალური დაჯგუფების ქართველი წევრები დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარიზში ფრანგმა სამართალდამცავებმა დააკავეს კრიმინალური დაჯგუფების 8 წევრი საქართველოს მოქალაქე.

შსს ცნობით, დაკავებულს დაკავებულებს კრიმინალური დაჯგუფების წევრობა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობა და ნაქურდალი ნივთების შენახვა ედებათ ბრალად.

უწყების განცხადებით, ფრანგ სამართალდამცავებთან ჩატარებული ერთობლივი გამოძიებით ირკვევა, რომ გასული წლის მარტიდან დღემდე, დანაშაულებრივი დაჯგუფების ქართველმა წევრებმა საფრანგეთში მრავალჯერ იქურდეს. პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, პორტატული კომპიუტერები, ოქროს ნივთები, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ქართული და ფრანგული საბანკო ბარათები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ჯგუფის წევრებს კავშირი ჰქონდათ 2017 წლის ნოემბერში პარიზში დაკავებულ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან.

როგორც შსს აცხადებს, აღნიშნული დაჯგუფების მიერ მოპარული ნივთების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ნაწილით ე.წ. ქურდული საერთო (ობშიაკი) ივსებოდა. გამოძიება საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს. უწყებისვე ცნობით, ისინი ევროპელ კოლეგებთან პარტნიორობას აძლიერებენ, რათა მსგავსი დანაშაულების გამოვლენა შეძლონ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი