ახალი ამბებიეკონომიკა

პრემიერი – მცირე მეწარმეებისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდება

15 თებერვალი, 2018 • 2313
პრემიერი – მცირე მეწარმეებისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ამოქმედდება

მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო შეღავეთებს გეგმავს. ამის შეხებ დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მცირე მეწარმეებისთვის 5-ჯერ შემცირდება ბრუნვის გადასახადი და 5%-ის ნაცვლად 1% იქნება.

“ამასთან, მცირე ბიზნესად დღეს თუ ითვლება 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, ამ კატეგორიაში 500 000 ლარამდე ბრუნვის საწარმო ჩაითვლება, და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შვება მცირე მეწარმეობით დაკავებული ადამიანებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი შემცირება საგადასახადო ტვირთის და, რა თქმაუნდა, წახალისება ახალი მეწარმეებისა, რომელთაც სურთ საქმიანობის წამოწყება,”-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძეა.

“მეწარმეობის განვითარება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, განსაკუთრებით, მცირე მეწარმეობის.  პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს სიტყვით გამოსვლისას მე ვისაუბრე, რომ ჩვენ ვიწყებთ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მეორე ტალღას,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი