“შრომა სასიკვდილო განაჩენის გარეშე!” – საპროტესტო მსვლელობა თბილისში [ფოტო]

14 თებერვალს აუდიტორია #115-ის მიერ ორგანიზებულ აქციაზე შრომის უსაფრთხოების ეფექტური მექანიზმი მოითხოვეს.

როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, 2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა ან დაშავდა, რაც შრომის უსაფრთხოების მექანიზმის არარსებობის გამო მოხდა.

14 თებერვლის საღამოს თბილისში აქციის მონაწილეებმა თსუ-ის პირველი კორპუსიდან პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

აქცია შრომის უსაფრთხოების ეფექტური მექანიზმის მოთხოვნით. 14.02.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

“ამ ქვეყანაში ხალხის ჩაგვრა უნდა დასრულდეს და ხელისუფლება ვალდებულია, გაატაროს ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა. მიხარია, რომ გამოღვიძება დაიწყო უნივერსიტეტიდან, ეს არის უმნიშვნელოვანესი,”- განაცხადა ჟურნალისტებთან აქციის მონაწილე ლაშა მესხმა.

აქცია შრომის უსაფრთხოების ეფექტური მექანიზმის მოთხოვნით. 14.02.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ამჟამად, პარლამენტი მეორე მოსმენით იხილავს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს, რომელიც, უკვე 8 თვეზე მეტია, პარლამენტში არის დარეგისტრირებული. აუდიტორია 115-ის წევრი ირაკლი კუპრაძე გვეუბნება, რომ ისინი 15 თებერვალს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენას დაესწრებიან და თავიანთ აზრს დააფიქსირებენ:

“ეს არის კატასტროფული კანონპროექტი, რომელშიც არ არის ჩადებული არანაირი მექანიზმი, რომელიც სახელმწიფოს, შრომის დეპარტამენტს და შრომის ინსპექციას დაეხმარება, რეაგირება მოახდინოს ისეთ მნიშვნელოვან დარღვევებზე, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს დასაქმებულების სიცოცხლეს კონკრეტულ ადგილებში. გვინდა, ეს ფარსი დასრულდეს და რეალური კანონმდებლობა შემოგვთავაზონ,”- ამბობს კუპრაძე.

აქცია შრომის უსაფრთხოების ეფექტური მექანიზმის მოთხოვნით. 14.02.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მისივე თქმოთ, აქვთ ინფორმაცია ამის შესახებ, რომ ამ კანონპროექტის “გაუფასურებაც კი ხდება”, რასაც მისი განხილვის გაწელვა ადასტურებს:

“რამდენჯერმე გადაიდო კენჭისყრაზე ამ საკითხის გატანა საკომიტეტო მოსმენაზე. ვიცით, რომ ზეწოლა არის კონკრეტული სავაჭრო ორგანიზაციებისა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, რომელიც, ასევე ექვემდებარება ბიზნესის წრეებს. ეს არის კატასტროფა, ხალხის გამეტება ყოველდღიური სიკვდილისთვის და ტრაგედიებისთვის,”- ამბობს ირაკლი კუპრაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

აქცია შრომის უსაფრთხოების ეფექტური მექანიზმის მოთხოვნით. 14.02.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

აქცია შრომის უსაფრთხოების ეფექტური მექანიზმის მოთხოვნით. 14.02.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აქციაზე ისმოდა შეძახილები – “გვამებით სავსე ქალაქი”. როგორც აუდიტორია #115-ის წევრმა, მარიამ ბაღდავაძემ ნეტგაზეთს უთხრა, თბილისი არ არის “სიცოცხლით სავსე ქალაქი”, როგორიც თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო სლოგანი იყო:

“ბევრი შემთხვევა იმალება და ეს 1209 კაცი არის ის, რაც გაჟღერდა. ალბათ, ერთი და ორი ამდენი შემთხვევა არ გაღღერებულა. მოდი, შევთანხმდეთ, როცა ამხლა ქალაქში კვირაში ერთი ადამინი სამსახურში წასული კვდება, ეს ქალაქო სიცოცხლით სავსე ვერ იქნება და ამიტომაც – გვამებით სავსე ქალაქი,”- ამბობს მარიამ ბაღდავაძე.

აქცია შრომის უსაფრთხოების ეფექტური მექანიზმის მოთხოვნით. 14.02.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აქცია შრომის უსაფრთხოების ეფექტური მექანიზმის მოთხოვნით. 14.02.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აქცია-მსვლელობის მიმსინარეობისას პოლიცია მოითხოვდა, რომ მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის მხოლოდ ერთ მხარე დაეკავებინათ, ხოლო მეორე ნაწილზე ავტომობილებისთვის გავლის საშუალება მიეცათ. როდესაც მსვლელობა პარლამენტთან მივიდა, პოლიციამ მათ გზიდან ტროტუარზე სრულად გადასვლისკენ მოუწოდა, რასაც კამათი და ძიძგილაობა მოჰყვა, თუმცა, არავინ დაუკავებიათ.

აქცია შრომის უსაფრთხოების ეფექტური მექანიზმის მოთხოვნით. 14.02.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

აქციის დასასრულ, აუდიტორია 115-ის წარმომადგენელმა ლევან ლორთქიფანიძემ განმარტა, თუ რატომ არ ჩანდენენ 14 თებერვლის აქციაზე მუშები – მისი განცხადებით, ამის მიზეზი სამსახურიდან დათხოვნისა და სხვა პრობლემებების შექმნის შიშია:

“რამდენიმე ადამიანი არის აქ და არ უნდა, რომ გაამხილოს საკუთარი თავი იმიტომ, რომ ნებისმიერ საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის მათ საფრთხე ემუქრებათ, რომ უკანასკნელ შემოსავალს დაკარგავს,”- განაცხადა მან.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი