ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დეპუტატი ქალის ცემის ფაქტის შემდეგ ერევნის მერიამ კანალიზაციის მოწესრიგება დაიწყო

14 თებერვალი, 2018 • 1965
დეპუტატი ქალის ცემის ფაქტის შემდეგ ერევნის მერიამ კანალიზაციის მოწესრიგება დაიწყო

ერევნის ნუბარაშენის რაიონში დღეიდან საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება და სარემონტო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

აღნიშნულ ფაქტს კი წინ უძღოდა ერევნის მერიაში გუშინ, 13 თებერვალს დეპუტატი ქალის ცემა.

13 თებერვალს, ერევნის მერიის სხდომაზე დეპუტატ მარინა ხაჩატრიანს დეპუტატმა კაცებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სხდომაზე მერიის წევრებმა ოპოზიციური ფრაქციიდან “ერკირ ცირანი” [“გარგრის ქვეყანა”] შუშის ქილებით ბლანტი სითხე მიიტანეს – როგორც აღმოჩნდა, ეს იყო მძაფრი სუნის მქონე საკანალიზაციო სითხე ერევნის ადმინისტრაციული რაიონიდან, ნუბარაშენიდან, რომელსაც, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის გამო ადგილობრივი მოსახლეობა სუნთქავს.

იმ დროს, როდესაც ოპოზიციური ფრაქციის წევრი მარინა ხაჩატრიანი სითხის გადასაცემად ერევნის მერთან, ტარონ მარკარიანთან მივიდა, მისი შეჩერება უსაფრთხოების სამსახურმა და მმართველი რესპუბლიური პარტიის ფრაქციის დეპუტატებმა სცადეს, რა დროსაც სითხე საკანალიზაციო არხიდან მერის მაგიდასთან დაიქცა. ტარონ მარკარიანი იძულებული გახდა ფეხზე ამდგარიყო. ინციდენტის შემდეგ მმართველი პარტიის წევრები დეპუტატ ქალს თავს მუშტებით დაესხნენ. მმართველი პარტიის წევრებს შორის იყო ასევე დეპუტატი გორ ვარდანიანი, კარატეს ფედერაციის ხელმძღვანელი და მსახიობი. ჩხუბის გამო მერიაში დღევანდელი სხდომა შეწყდა. მოგვიანებით კი, ადგილზე მისულმა პოლიციამ სხდომათა დარბაზი ჟურნალისტებს დაატოვებინა.

2018 წლის 12 თებერვალს ნუბარაშენის რაიონის მოსახლეობამ აქციით გააპროტესტა რაიონის საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი