ახალი ამბები

“აუდიტორია 115” უსაფრთხო შრომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობას აწყობს [ფოტო]

14 თებერვალი, 2018 • 1728
“აუდიტორია 115” უსაფრთხო შრომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობას აწყობს [ფოტო]

დღეს, 14 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აქცია “1209” 19:00 საათზე დაიწყო, რომლის მოთხოვნაც დასაქმებულებისთვის შრომის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფაა.

დაგეგმილია, რომ აქციის მონაწილეებმა თსუ-ის პირველი კორპუსიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა მოაწყონ. როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, 2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა ან დაშავდა, რაც შრომითი უსაფრთხოების არარსებობის გამო მოხდა.

აქცია 9 თებერვალს მშენებლობაზე 26 წლის მუშის დაღუპვის გამოძახილია.

აქცია “1209” მუშების მხარდასაჭერად. ავტორი: ქეთი მაჭავარიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი