ახალი ამბები

გერმანია საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის შემოღებას გეგმავს

14 თებერვალი, 2018 • 14860
გერმანია საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის შემოღებას გეგმავს

ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ზეწოლის საპასუხოდ, გერმანიის მთავრობა განიხილავს გეგმას, რომლის მიხედვითაც, გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც ჰაერი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული,  საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება.

Deutsche Welle წერს, რომ უფასო ტრანსპორტისთვის გერმანიის ხუთი ქალაქი შეირჩა. მათ შორის არის ქალაქი ბონი. ქალაქის მერის თქმით, მოხარულია, რომ ამ პროექტისთვის დასავლეთ გერმანიის ქალაქები შეირჩა.

“ჩვენ ჰაერის დაბინძურების საკითხზე რამდენიმე სხვა იდეაც გვაქვს. ამ ეტაპზე საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს,”-აცხადებს ქალაქ ბონის მერი.

უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინიციატივით გერმანიის მთავრობა ცდილობს, მოსახლეობა წაახალისოს, რომ მანქანები სახლში დატოვონ.

გერმანიის ტრანსპორტის კომპანიების ასოციაცია  უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის იდეას აკრიტიკებენ. ასოციაციის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტის კომპანიების შემოსავლის თითქმის ნახევარი წარმოადგენს ბილეთიდან აღებულ ფულს. ასოციაციის თანახმად, ეს თანხა წლიურად 12 მილიარდი ევროა.

“საბოლოოდ, ამ თანხის გადახდა გადასახადის გადამხდელებს მოუწევთ,” – აცხადებენ გერმანიის ტრანსპორტი კომპანიების ასოციაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი