თბილისის სკოლაში პირველკლასელი “ოთახში ჩაიკეტა” და ფანჯრიდან გადმოხტა

დღეს, 14 თებერვალს, თბილისის მე–17 სკოლის შენობიდან, სავარაუდოდ, მეორე სართულიდან, პირველკლასელი მოსწავლე გადმოხტა.

“ნეტგაზეთს” სკოლაში დაუდასტურეს შემთხვევის შესახებ და უთხრეს, რომ ბავშვმა ოთახის კარი ვერ გააღო.

“ბავშვი ამბობს, რომ გადმოვხტიო. თავის ნებით გადმოხტა იმიტომ, რომ კარები ვერ ჩამოწია კარგად და ვერ გამოვიდა”, – განუცხადეს სკოლაში “ნეტგაზეთს”.

შემთხვევის ადგილას ამჟამად პოლიციაა მისული.

117–ე სკოლა. ღია ფანჯრიდან გადმოვარდა პირველკლასელი

“ნეტგაზეთმა” ინფორმაცია გადაამოწმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სადაც განგვიცხადეს, რომ მოსწავლე კარგადაა და მას უტარდება გამოკვლევები იაშვილის კლინიკაში.

საავადმყოფოში განგვიცხადეს, რომ 6 წლის ბიჭის თქმით, ტუალეტში ჩაიკეტა, კარი ვერ გააღო და გადმოხტა ფანჯრიდან. მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com