ახალი ამბები

ბენტლი, ზეთისხილის ხე და ვაზის ნერგები – რას ჩუქნიან ვარსკვლავები ვალენტინობას ერთმანეთს

14 თებერვალი, 2018 • 3524
ბენტლი, ზეთისხილის ხე და ვაზის ნერგები – რას ჩუქნიან ვარსკვლავები ვალენტინობას ერთმანეთს

სიყვარულის დღე, 14 თებერვალი, კიდევ ერთი საბაბია იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანს დაუვიწყარი წუთები აჩუქო… ან, ძალიან, ძალიან ძვირფასი საჩუქარი. ამ საბაბს საკმაოდ აქტიურად იყენებენ ის ადამიანებიც, ვისი ფინანსური შესაძლებლობებიც და ფანტაზიები თითქმის შეუზღუდუავია. 8-მილიონიანი ყელსაბამი, ზეთისხილის უნიკალური ხე და პლატინით მოჭედილი ტელეფონი – ეს არ არის სრული სია იმ საჩუქრებისა, რასაც ვარსკვლავური წყვილები ერთმანეთს ვალენტინობას ჩუქნიან, თუმცა ნამდვილად გაოცდებით:

1. ჯეი ზი-ს საჩუქარი ბიონსეს

2009 წელს ჯეი ზიმ ბიონსეს მობილური ტელეფონი აჩუქა, რომელიც პლატინით იყო დაფარული და დაახლოებით, 24 ათასი აშშ დოლარი ღირდა.

ჯეი ზი და ბიონსე ფოტო: CNN 

2. კორტნი კოქსის საჩუქარი დევიდ არქეტეს
2010 წლამდე, სანამ ცნობილი ამერიკული სერიალის, Friends-ის ერთ-ერთი ვარსკვლავი, კორტნი კოქსი მეუღლეს, დევიდ ერქეტეს დაშორდებოდა, მან საჩუქრად ანტიკვარული საატრაქციონო ცხენი აჩუქა, რაც დაახლოებით 3 500- 4 500 დოლარი ღიდა

კორტნი კოქსი და დევიდ ერქეტი ფოტო: NY Daily

3. კანიე ვესტის საჩუქარი კიმ კარდაშიანს

კანიე ვესტმა კიმ კარდაშიანს 2013 წელს De Cartier-ის ლეოპარდის ფორმის სამაჯური აჩუქა, რაც 73 ათასი აშშ დოლარი ღირდა. 2014 წელს კი კანიემ კიმს ათასი ვარდი აჩუქა.

A thousand roses ??????????????????????????????????????

A post shared by Kim Kardashian West (@kimkardashian) on


4 კეტი პერი და რასელ ბრენდი

სანამ 2011 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდებოდა, კეტი პერიმ რასელ ბრენდს ვალენტინობაზე ბენტლი აჩუქა. საჩუქრის ფასი მინიმუმ 500 000 აშშ დოლარი იყო.

კეტი პერი და რასელ ბრენდი ფოტო: NY Daily

5. ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი

2014 წელს პოპ მომღერალმა, ჯასტინ ბიბერმა, სელენა გომესისთვის ლოს ანჯელესის ერთ-ერთი ყვავილების მაღაზიის მთლიანი ასორტიმენტი შეიძინა, რაც 2 000 დოლარი დაჯდა.

ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი ფოტო: Elite Daily

6. ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი

2011 წელს ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს 200 წლის ზეთისხილის ხე აჩუქა. ხე მსახიობს 18 500 აშშ დოლარი დაუჯდა.

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ფოტო: CC

7. დევიდ და ვიქტორია ბექჰემები

2006 წელს დევიდ ბექჰემმა ვიქტორიას Bulgari-ის  ბრილიანტებით მორთული ყელსაბამი აჩუქა, რომელიც მას 8 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა.

ვიქტორია და დევიდ ბექჰემი. ფოტო: CC

8. ჩენინგ ტატუმი და ჯენნა დეუანი

ჩენინგ ტატუმმა მის მეუღლეს ჯენნა დეუანს Neil Lane-ის ბეჭედი აჩუქა, რომლის ფასიც 10 000 აშშ დოლარი იყო.

ჩენინგ ტატუმი და ჯენნა დეუანი ფოტო: Today Show

9. ტაიგა და ქაილი ჯენერი

შარშან, ვალენტინობის დღეს, რეპერმა ტაიგამ კაილი ჯენერს მაჯის საათი აჩუქა, რაც 50 ათასი აშშ დოლარი ღირდა.

ქაილი ჯენერი და ტაიგა ფოტო: The Inquisitr

10. ჯონ მეირი და ქეითი პერი

2013 წელს ჯონ მეიერმა კეტი პერის გულის ფორმის წითელი ლალის ბეჭედი აჩუქა. ბეჭედი 20-კარატიანი იყო და 5 000 დოლარი ღირდა.

კეტი პერი და ჯონ მაიერი ფოტო: Billboard

11. ჯერი ო’კონელი და რებეკა რომიჯნი

2006 ჯერი ო’კონელმა რებეკა რომიჯნს ვაზის ნერგები აჩუქა, რაც 52 ათასი აშშ დოლარი ღირდა. ვაზი სახლის ირგვლივ დარგეს.

ჯერი ო’კონელი და რებეკა რომიჯნი ფოტო: Just Jared

12. ჰოუარდ სტერნი და ბეტ ოსტროსკი

2007 წელს, ვალენტინობას, ჰოუარდ სტერნმა ბეტ ოსტროსკის ბეჭედი აჩუქა და დაქორწინება შესთავაზა. ბეჭედი 250 ათასი აშშ დოლარი ღიდა.

13. ვინს ვოუი და ქეილა ვებერი

 2009 წელს, ვალენტინობას, ვინს ვოუიმ ქეილა ვებერს ბრილიანტის ბეჭდით სთხოვა ხელი, რომლის ფასიც დაახლოებით 125 აშშ დოლარი იყო.

თუ სიყვარულის დღეს ოფიციალურად აღიარებთ, მაგრამ ფული ახალი ბენტლისთვის არ გყოფნით, რჩეულისთვის გაცილებით პაწაწინა საჩუქრის ყიდვაც შეგიძლიათ. იდეები შეგიძლიათ იპოვოთ აქ და თუ ვალენტინობას მარტო ხვდებით, გული არ დაიწყვიტოთ იმიტომ, რომ :

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი