ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა

ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა იმის გამო, რომ ტყუილში გამოიჭირეს. მინისტრს არ უთქვამს  იმის შესახებ, რომ 2006 წელს არ დასწრებია პუტინთან შეხვედრას.

ასოშიეთიდ პრესის” ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰალბე ზილსტრამ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება 13 თებერვალს, მანამდე მიიღო, სანამ საპარლამენტო ოპოზიციასთან დებატები დაიწყებოდა, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატები მის გაკრიტიკებას აპირებდნენ. ზილსტრამ თავის ნაბიჯს ” უწოდა კარიერაში დაშვებული უდიდესი შეცდომა”.

“საქმე ეხება ნიდერლანდის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის სანდოობას, რომელიც არ უნდა დადგეს ეჭვის ქვეშ”, – განაცხადა ზილსტრამ.

ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰალბე ზილსტრამ თანამდებობა დატოვა 13.02.2018 credit: EPA/MARTIJN BEEKMAN

ზილსტრა პირველი მინისტრია, რომელიც ოქტომბრის შემდეგ მარკ რუტეს მთავრობიდან გადადგა, როდესაც მთავრობა 4 პარტიული კოალიციით  დაკომპლექტდა. ამ კოალიციის შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე კი ზილსტრა იყო.

ზილსტრამ წარსულში თქვა, რომ ესწრებოდა 2006 წელს პუტინთან გამართულ შეხვედრას, სადაც პუტინმა განაცხადა, რომ მისი სურვილია, უკრაინის, ბელარუსისა და ბალტიის ქვეყნების შემადგენლობით “დიდი რუსეთი” შექმნას.

ორშაბათს ზილსტრამ დაადასტურა, რომ არ დასწრებია შეხვედრას, უბრალოდ, სხვისგან გაიგო ეს ამბავი. მისი აზრით, ეს იმდენად დიდი გეოპოლიტიკური საკითხი იყო, რომელზეც საჯაროდ უნდა ესაუბრა, თუმცა ვერ დაასახელებდა ამ ინფორმაციის წყაროს, რის გამოც მოუწია ტყუილის თქმა.

დღეს ზილსტრა უნდა შეხვედროდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. რუსეთის საელჩომ ჰოლანდიაში გამოაქვეყნა განცხადება, რომ მინისტრის მიზანი მცდარი ამბის გავრცელება და რუსეთის დისკრედიტაციაა, რომელიც რუსეთის, როგორც აგრესორი სახელმწიფოს წარმოჩენას ისახავს მიზნად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com