ხანძარი ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საერთო საცხოვრებელში

თბილისში, ჭავჭავაძის #37-ში მდებარე საერთო საცხოვრებელში(ყოფილი სტუდქალაქი) ხანძარი გაჩნდა. როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

სააგენტოს ცნობით, მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია დროულად განახორციელეს და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ამ დრომდე ძლიერი დაკვამლიანებაა.

ხანძარი გაჩნდა ერთ ოთახში. სანამ ცეცხლი ლიკვიდირებული არ იქნება, არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენი კვადრატული მეტრი დაიწვა. ეს არის საერთო საცხოვრებლის ტიპის ბინა, ხის სახლი. სწორედ ამიტომ, ძალიან სწრაფად მოხდა ცეცხლის გავრცელება და ძლიერი დაკვამლიანებაა ადგილზე. მოსახლეობის ევაკუაცია დროულად მოხდა და არავინ დაშავებულა”, – აღნიშნეს სააგენტოს პრესსამსახურში.

საერთო საცხოვრებელთან მუშაობას 6 სახანძრო და 1 სამაშველო ეკიპაჟი ამ დრომდე განაგრძობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან