ახალი ამბები

მოსკოვთან თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი შესაძლოა სიჩქარის სენსორების გაყინვა გახდა

13 თებერვალი, 2018 • 1906
მოსკოვთან თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი შესაძლოა სიჩქარის სენსორების გაყინვა გახდა

გამომძიებლებს თქმით, მოსკოვის სიახლოვეს თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი შესაძლოა სიჩქარის სენსორების გაყინვა იყო.

ბიბისი“–ის ცნობით, ავიაციის უწყებათაშორისი კომისია ვარაუდობს, რომ მწყობრიდან გამოსულმა ინსტრუმენტმა თვითმფრინავის სიჩქარის შესახებ პილოტს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

‘სარატოვის ავიახაზების” თვითმფრინავი, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს, 11 თებერვალს მოსკოვის სიახლოვეს ჩამოვარდა და 71 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თვითმფრინავი ორსკისკენ მიფრინავდა. ის აფრენიდან ორ წუთში მიწაზე დაეცა. ავიაკომპანიის პრესსპიკერის, ელენა ვორონოვას ცნობით, თვითმფრინავი გამართული იყო.

ავიაკატასტროფის საქმეზე დაიწყო გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მართვის უსაფრთხოების დარღვევაზე, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი