ახალი ამბები

ნიგერიაში გაუჩინარებული მილიონების შეჭმაში გველს ადანაშაულებენ

14 თებერვალი, 2018 • 1965
ნიგერიაში გაუჩინარებული მილიონების შეჭმაში გველს ადანაშაულებენ

ნიგერიის საგამოცდო ადმინისტრაციის თანამშრომელი გაუჩინარებული ფულის შეჭმაში გველს ადანაშაულებს. ამის შესახებ გამოცდების ცენტრის თანამშრომელმა იმ აუდიტორებს განუცხადა, რომლებიც ცენტრიდან 36 მილიონი ნიგერიული ნაირას (დაახლოებით $100 ათასი) გაუჩინარების საკითხს იკვლევენ.

BBC-ის ცნობით, ფილომენა ჩაიშე ნიგერიის გამოცდების საბჭოში მუშაობს, სადაც მას  გამოცდის თანხის შეგროვება ევალება. საგამოცდო ცენტრის ადმინისტრაციის წარმოამდგენლებმა BBC-ის უთხრეს, რომ მათი თანამშრომლის მიმართ დისციპლინარული მოკვლევა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი