ახალი ამბებიხელოვნება

ვენეციის კინოფესტივალის ჟურის გილერმო დელ ტორო უხელმძღვანელებს

13 თებერვალი, 2018 • 1771
ვენეციის კინოფესტივალის ჟურის გილერმო დელ ტორო უხელმძღვანელებს

გილერმო დელ ტორო, მექსიკელი რეჟისორი, ვენეციის 75–ე კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი იქნება. კინოფესტივალი 2018 წლის 29 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე გაიმართება.

“ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტობა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც პატივისცემითა და მადლიერებით ვთანხმდები”, – განაცხადა გილერმო დელ ტორომ, რომელსაც “ვერიეთი” ავრცელებს.

რეჟისორმა აღნიშნა, რომ ვენეციის კინოფესტივალი არის ფანჯარა მსოფლიოს კინოსკენ მიქცეული, რომელიც შესაძლებლობას გაძლევს იგრძნო მისი ძალა და კულტურული კავშირები.

გილერმო დელ ტორო ოსკარის ნომინანთა ლანჩზე, კალიფორნიაში. 05.02.2018 credit: EPA/MIKE NELSON

გილერმო დელ ტოროს ფილმის “წყლის ფორმა” პრემიერა 2017 წელს გაიმართა ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც კინოფესტივალის უმაღლესი ჯილდო გადასცა ჟიურიმ ანეტ ბენინგის პრეზიდენტობით.

დელ ტორომ მიიღო ოქროს გლობუსის ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის. წელსვე მისმა ფილმმა “წყლის ფორმა” ოსკარის 13 ნომინაცია მიიღო.

დელ ტორო ვენეციის კინოფესტივალს 20 წელზე მეტია ესწრება. 1997 წელს ვენეციაში მისი პირველი ინგლისურენოვანი ფილმი “მიმიკა” აჩვენეს. იგი 2006 წელს დაბრუნდა კინოფსტივალზე, როდესაც ლუიჯი დე ლორენტისის ჯილდოს ჟიურის წევრი იყო, რომელსაც დებიუტანტ რეჟისორებს გადასცემენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი