17492

ბედნიერების მიხედვით რანჟირებულ ქვეყნებში საქართველო 134–ე ადგილზეა

კოლუმბიის უნივერსიტეტის დედამიწის ინსტიტუტის კვლევის შედეგით, ბედნიერების მიხედვით რანჟირებულ ქვეყნებში საქართველო 134–ე ადგილზეა.

კვლევის ფარგლებში სულ 156 ქვეყანის მონაცემები დამუშავდა. ყველაზე ბედნიერი ქვეყნა დანიაა. მას მოსდევს ნორვეგია, შვეიცარია, ჰოლანდია და შვედეთი.  რუანდა, ბურუნდი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ბენინი და ტოგო არიან ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებიც ყველაზე ნაკლებად არიან კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით.

 

კვლევა 2010–2012 წლებში ჩატარდა და 2013 წლიდ 9 სეტქემბერს გამოქვეყნდა. კვლევის ფარგლებში 6 მთავარი ინდიკატორი შეირჩა: GDP ერთ სულ მოსახლეზე, ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობის მოლოდინი, არჩევანის თავისუფლების ხარისხის აღქმა, კორუფციისგან თავისუფლების მონაცემი და სხვა.

 

ამერიკის შეერთებული შტატები ბედნიერების მიხედვით რანჟირებულ სიაში მე–17 ადგილზეა. მას უსწრებს კანადა (მე–6 ადგილი), ავსტრალია (მე–10 ადგილი), ისრაელი (მე–11ადგილი), არაბეთის გაერთიანებული საემიროები (მე–14 ადგილი) და მექსიკა (მე–16 ადგილი).

 

კვლევის მიხედვით დიდი ბრიტანეთი ბედნიერების ინდექსით 22–ე ქვეყანაა მსოფლიოში. რაც შეეხება გერმანიას იგი 26–ეა, იაპონია კი 43–ე. რუსეთი სიაში 68–ე ადგილს იკავებს, ჩინეთი კი 93–ეს.

 

საბერძნეთის, პორტუგალიის, იტალიის და ესპანეთის მონაცემები წინა წლებთან შედარებით მკვეთრად დაეცა. კვლევაში აღნიშნულია, რომ ეს ევროზონის კრიზისითაა გამოწვეული. ასევე გაუარესდა ეგვიპტის და საუდის არაბეთის მონაცემები პოლიტიკური და სამოქალაქო არეულობის გამო.

 

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვარდნა კავშირშია უფრო დიდ მიზეზებთან და ეს არ არის მხოლოდ დაბალი შემოსავლები”,– წერია კვლევაში. “მთავარი ფაქტორი ბედნიერების ინდექსის ვარდნისა არის ის, რომ ადამიანების აღქმაში ამ ქვეყნებთან მიმართებაში გაჩნდა წარმოდგენა, რომ შემცირდა თავისუფალი არჩევნამის გაკეთების შესაძლებლობა”.

 

კვლევის ავტორები აღნიშნავემ, რომ მთავრობამ, რომელსაც სურს ქვეყნის მოსახლეობის ბედნიერების ინდექსი გაზარდოს, ჯანდაცვისთვის გამოყოფილ ბიუჯეტში, ფსიქიკურ ჯანმრთელობის ზრუნვისთვის გამოყოფილი თანხები უნდა გაზარდოს.

 

“ადამიანები შესაძლოა უბედური იყვნენ მრავალი მიზეზით: სიღარიბით, უმუშევრობით ან ფიზიკური ტკივილებით, თუმცა კონკრეტულ საზოგადოებაში ქრონიკული ფსიქიკური პრობლემები რჩება ერთ–ერთ მთავარ ფაქტორად, რომელიც ბედნიერების ინდექსზე ახდენს გავლენას. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა უფრო ბედნიერი მსოფლიო, ახალი მიდგომა გვჭირდება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან მიმართებაში”,–აცხადებენ ავტორები.

 

ბედნიერი ქვეყნების პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

 

1. დანია

2. ნორვეგია

3. შვეიცარია

4. ჰოლანდია

5. შვედეთი

6. კანადა

7. ფინეთი

8. ავსტრია

9. ისლანდია

10. ავსტრალია

 

ანგარიში გაეროს მდგრადი განვითარების ქსელის (SDSN) ეგდიდით და გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის მფარველობით გამოქვეყნდა. ანგარიში მთავარი განხილვის საგანი იქნება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც 2 კვირაში გაიმართება. 

netgazeti.ge