ახალი ამბებისამართალი

“ციანიდის საქმეზე” სააპელაციოს გადაწყვეტილებას პროკურატურაც გაასაჩივრებს

13 თებერვალი, 2018 • 1549
“ციანიდის საქმეზე” სააპელაციოს გადაწყვეტილებას პროკურატურაც გაასაჩივრებს

პროპკურატურა “ციანიდის საქმეზე” სააპელაციო სასამართლოს განაჩენს საკასაციო ინსტანციაში გაასაჩივრებს – ამის შესახებ ინფორმაციას საქარველოს მთავრი პროკურატურა ავრცელებს.

დღეს, 13 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ “ციანიდის საქმეზე” პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო. ამ გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 5 სექტემბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც გიორგი მამალაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში (სსსკ-ის 18, 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით). გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

პროკურატურამ გიორგი მამალაძეს ბრალი განზრახ მკვლელობის ანგარებით მომზადების მუხლით წარუდგინა, თუმცა საქალაქო სასამართლომ საქმე გადააკვალიფიცირა და მამალაძე დამნაშავედ ცნო შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში. იგივე გადაწყვეტილება დატოვა ძალაში სააპელაციო სასამართლომაც. ამიტომ  პროკურატურა აცხადებს, რომ დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ, სასამართლოს განაჩენს მოტივის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრებს.

“ორი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ყველა კითხვას გასცა პასუხი, რომ გიორგი მამალაძემ ნამდვილად მოამზადა განზრახ მკვლელობა და ნამდვილად შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბძოლო მასალას,”- განაცხადა პრიკურორმა ზვიად გუბელაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას დაცვის მხარეც აპირებს. ისინი გიორგი მამალაძის უდანაშაულოდ ცნობას მოითხივენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი