ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში შესაძლოა რელიგიური გაერთიანებების საქმიანობა შეზღუდონ

13 თებერვალი, 2018 • 1896
სომხეთში შესაძლოა რელიგიური გაერთიანებების საქმიანობა შეზღუდონ

სომხეთის იუსტიციის სამინისტრომ “ღირსების, თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ” კანონში ცვლილებები წარმოადგინა.

12 თებერვალს ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთში უფლებადამცველებმა შეშფოთება გამოხატეს იმის შესახებ, რომ კანონში ცვლილებების მიღების შემდეგ სომხური სამოციქულო ეკლესიის პოზიციები კიდევ უფრო გამყარდება, სხვა რელიგიური გაერთიანებების გამოხატვის თავისუფლება კი, შესაძლოა, შეიზღუდოს. კანონპროექტის სრული ვერსია საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის.

როგორც უფლებადამცველები აცახდებენ, კანონპროექტის შესაბამისად, “სხვა ქვეყნიდან ფინანსური დახმარების მიღება მხოლოდ სომხურ სამოციქულო ეკლესიას შეუძლია. დანარჩენი გაერთიანებები კი აღრიცხვაზე დადგებიან, მათი საქმიანობა შეიძლება შეჩერდეს ნებისმიერ დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით”.

კანონპროექტშ შესაძლო რისკებს ხედავს ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისის ხელმძღვანელი არტურ საკუნცი.

“ფაქტიურად, ეს კანონპროექტი არის შეზღუდვები ყველა რელიგიური ორგანიზაციისთვის. ასეთ შემთხვევაში სომხური სამოციქულო ეკლესია საქმიანობის სრულად არაკონტროლირებად სივრცეში აღმოჩნდება. ეს კანონპროექტი სომხეთის ეკლესიის მონოპოლიზაციას უზრუნველყოფს”.

სომხეთის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ განმარტებაში წერია, რომ “კანონი გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს და არსებულ სიტუაციას არ შეესაბამება, იმ დროს, როდესაც სომხეთში კონსტიტუციური რეფორმებია გატარებული, რესპუბლიკა საერთაშორისო შეთანხმებებს შეუერთდა და საკუთარ თავზე გარკვეული ვალდებულებები აიღო”.

მმართველი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი არმენ აშოტიანი კანონში შესაძლო ცვლილებებს ადრე ასე ასაბუთებდა: აუცილებელია კანონით გავამყაროთ და კატეგორიულად ავკრძალოთ ტოტალიტარული და დესტრუქციული სექტების საქმიანობა.

 

კანონპროექტის თანახმად, თუ რელიგიური ორგანიზაცია რეგისტრირდება როგორც ქრისტიანული სტრუქტურა, რეგისტრატორმა უნდა დაადგინოს რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი