სამხრეთ აფრიკაში ლომებმა ბრაკონიერი შეჭამეს

სამხრეთ აფრიკის ეროვნული პარკის მახლობლად ლომებმა ბრაკონიერი შეჭამეს. როგორც BBC წერს, სამხრეთ აფრიკის პოლიცია ვარაუდობს, რომ გარდაცვლილი კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელ ცხოველებზე ნადირობდა:

“ცხოველებმა ბრაკონიერი თითქმის მთლიანად შეჭამეს, მხოლოდ თავის და ნარჩენების პოვნა შევძელით” – ამბობს პოლიციის სპიკერი.

პოლიციას ამ დრომდე არ დაუდგენია გარდაცვლილის ვინაობა.

ლომების და ვეფხვების ნაწილები როგორც აფრიკაში, ასევე მსოფლიოს გარშემო ტრადიციულ მედიცინაში გამოიყენება. 2017 წლის იანვარში იმავე ეროვნულ პარკში, სადაც შემთხვევა მოხდა, სამი მამალი ლომი მოწამლული იპოვეს. მათ თათები და თავი ჰქონდათ მოჭრილი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.