ახალი ამბები

უკეთესი ინტერნეტი დედამიწას – მასკის პროექტის სატელიტები კოსმოსში გასაშვებად მზადაა

13 თებერვალი, 2018 • 5085
უკეთესი ინტერნეტი დედამიწას – მასკის პროექტის სატელიტები კოსმოსში გასაშვებად მზადაა

ელონ მასკის გლობალური ინტერნეტის პროექტის ფარგლებში პირველი სატელიტები კოსმოსში გასაშვებად უკვე მზადაა. ამის შესახებ ინფორმაციას მასკის მიერ შექმნილი კომპანია Space X ავრცელებს.

სატელიტებმა Microsat 2a და 2b ტესტირება უკვე გაიარეს და ისინი კოსმოსში კალიფორნიაში არსებული ბაზიდან 17 თებერვალს გაემგზავრებიან.

იმისთვის, რომ დედამიწაზე უკეთეს ინტერნეტი იყოს, ილონ მასკის კომპანია Space X  -მა 2019 წლისთვის ორბიტებზე სატელიტების გაშვების შესახებ განაცხადა. გეგმის თანახმად, კოსმოსში 4 425 სატელიტი უნდა გაუშვან.

SpaceX-ის ვიცეპრეზიდენტმა პატრიცია კუპერმა 2017 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ კომპანია სატელიტების გამოცდას დაიწყებს და 2019 წელს Space X  სატელიტებს უკვე სრული მასშტაბით გაუშვებს კოსმოსში.

“დარჩენილი სატელიტები ეტაპობრივად გაეშვება კოსმოსში 2024 წლისთვის”, – ამბობს პატრიცია კუპერი.

მასკის მიერ დაფუძნებულმა Space X-მა, რომელიც კოსმოსს იკვლევს, შექმნა და განავითარა ისეთი ტექნოლოგია, რომელიც რაკეტებს აძლევს საშუალებას, კოსმოსში მისიის შესრულების შემდეგ, დედამიწაზე დაბრუნდნენ და მათი გამოყენება ხელახლა იყოს შესაძლებელი. გასული წლის მარტში კომპანიამ პირველად გაგზავნა კოსმოსში უკვე გამოყენებული ფალკონ 9-ის რაკეტები. მუშაობის ეს მოდელი, როგორც კუპერი აცხადებს, დანახარჯებს ამცირებს. სატელიტები ამჯერადაც ფალკონ 9 -ის მეშვეობით გამგზავრებიან კოსმოსში.

პროექტის თანახმად, 4 425 სატელიტი 83 ორბიტულ ველზე იმუშავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი