ახალი ამბები

სამართალდამცავებმა დოდო გუგეშაშვილი კლინიკაში დაკითხეს

12 თებერვალი, 2018 • 2427
სამართალდამცავებმა დოდო გუგეშაშვილი კლინიკაში დაკითხეს

სამხედრო დაჯგუფება “მხედრიონის” ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი დოდო გუგეშაშვილი სამართალდამცავებმა ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრში დაკითხეს. დოდო გუგეშაშვილს და მისი შვილს, გრიგოლ გუგეშაშვილს 7 თებერვალს თბილისში, საცხოვრებელ სახლში ესროლეს. გრიგოლ გუგეშაშვილი ადგილზე დაიღუპა.

” იღებს სიგარეტს, უკან გამოდის და ამ დროს მას ხვდება შემართული პისტოლეტით ეს ადამიანი, რომელსაც გაკვირვებული დოდო ეუბნება- რას შვრები, გარეწაროო, და ამ დროს ის ესვრის. [დოდომ] სკამის სროლა მოასწრო, როგორც ჩანს, ის გადაარჩინა. როგორც გამომძიებლები ამბობენ, სამჯერ ააცილა”,- განაცხადა ადვკატმა გელა ნიკოლაიშვილმა.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.

სანამ დოდო გუგეშაშვილი სამხედრო დაჯგუფება “მხედრიონის” წევრი გახდებოდა, იყო მუსიკალური ანსამბლის წევრი, ქართულის ენის მასწავლებელი, სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე. გაიგეთ დამატებითი დეტალები მისი ბიოგრაფიის შესახებ “ნეტგაზეთის” სტატიიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი