ახალი ამბები

ჩემპიონთა ლიგა საზმაუზე მინიმუმ 3 წელი აღარ გავა

12 თებერვალი, 2018 • 3527
ჩემპიონთა ლიგა საზმაუზე მინიმუმ 3 წელი აღარ გავა

უეფას ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის პირდაპირი რეპორტაჟები მომდევნო სეზონიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაცვლად Silk TV-ზე გავა, რომელიც კომერციული კერძო არხია. ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული რედაქციის ხელმძღვანელმა, გიორგი ზურაბიშვილმა დაგვიდასტურა.

ზურაბიშვილის თქმით, დახურულ ტენდერში საზოგადოებრივ მაუწყებელზე მეტი თანხა Silk TV-მ გადაიხადა და გამარჯვებულიც ის გახდა. შესაბამისად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩების ექსკლუზიური ტრანსლირების უფლება კერძო ტელეარხმა მოიპოვა.

ინფორმაციას სილქნეტშიც ადასტურებენ, თუმცა უცნობია, რა ოდენობის თანხა გადაიხადა Silk TV-მ. როგორც კომპანია აცხადებს, ორივე ტურნირის მატჩები გავა როგორც Silk Sport-ზე, ასევე Silk Universal-ზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი