ახალი ამბები

უნიანი: სააკაშვილი ბორისპოლის აეროპორტში მიჰყავთ

12 თებერვალი, 2018 • 2910
უნიანი: სააკაშვილი ბორისპოლის აეროპორტში მიჰყავთ

უკრაინული გამოცემა, “უნიანის” ცნობით, ამ წუთებში ოდესის ყოფილი გუბერნატორი ბორისპოლის აეროპორტში მიჰყავთ და ქვეყნიდან დღეს, 12 თებერვალს გააძევებენ.

Posted by David Sakvarelidze on Monday, 12 February 2018

აეროპორტისკენ მიემართებიან სააკაშვილის მხარდამჭერებიც. ოდესის ყოფილი გუბერნატორის თანაგუნდელები, ამის შესახებ ინფორმაციას “ფეისბუქით” ავრცელებენ.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, სააკაშვილს ჰოლანდიაში ან პოლონეთში დააბრუნებენ.

რეადმისიის პროცედურების მიხედვით, პირი იმ ქვეყანაში უნდა დააბრუნონ, საიდანაც მან არალეგალურად გადაკვეთა საზღვარი. Unian.ua წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სააკაშვილს პოლონეთში დააბრუნებენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი