უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინიდან აძევებენ

უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინიდან აძევებენ. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილის დეპორტაცია ევროპაში მოხდება, თუმცა, რომელ ქვეყანაში, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, სააკაშვილს ჰოლანდიაში ან პოლონეთში დააბრუნებენ.

რეადმისიის პროცედურების მიხედვით, პირი იმ ქვეყანაში უნდა დააბრუნონ, საიდანაც მან არალეგალურად გადაკვეთა საზღვარი. Unian.ua წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სააკაშვილს პოლონეთში დააბრუნებენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში რამდენიმე წუთის წინ საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.