ახალი ამბებიეკონომიკა

ადვოკატი: “ბადაგონის” ქარხნებში მუშაობა განახლდა

12 თებერვალი, 2018 • 1922
ადვოკატი: “ბადაგონის” ქარხნებში მუშაობა განახლდა

მაშ შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ღვინის მწარმოებელ კომპანია “ბადაგონში” მუშაობა შეფერხდა საგამოძიებო სამსახურის შესვლის გამო, კომპანიის ქარხნებში სამუშაო პროცესი განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბადაგონის” ადვოკატები ავრცელებენ.

“ბადაგონის” იურისტის, ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, კომპანიის საქმესთან დაკავშირებით  საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსებსა და სახალხო დამცველს მიმართეს. როგორც ადვოკატები ამბობენ, აღნიშნულ შეხვედრებზე წარმოადგინეს ინფორმაცია საქმეში არსებული დარღვევების შესახებ. კერძოდ, კომპანიის იურისტები მიიჩნევენ, რომ “ბადაგონის” წილების გასხვისებასთან დაკავშირებული დავა სამოქალაქო ხასიათისაა,  თუმცა საგამოძიებო სამსახური საქმეზე სულ სხვა სამართლებრივ პროცედურებს ატარებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბადაგონთან დაკავშირებით გამოძიება დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებას საფუძვლად დაედო “ბადაგონის” ყოფილი მეწილის, კომპანია “გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის” წარმომადგენლის განცხადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი