ახალი ამბები

უსუფაშვილი აშშ-ის მთავრობის წინასაარჩევნო დელეგაციას შეხვდა

9 სექტემბერი, 2013 • 14836
უსუფაშვილი აშშ-ის მთავრობის წინასაარჩევნო დელეგაციას შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხო. ასევე, განხილული იქნა საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც საკონსტიტუციო, სასამართლო და ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით ხორციელდება. სტუმრებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია მართლმსაჯულების რეფორმის ახალ ეტაპზე, რომლის დაწყების შესახებ იუსტიციის მინისტრმა გუშინ ღიად ისაუბრა.

 

დავით უსუფაშვილმა სტუმრებს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზეც მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც ამ ეტაპზე პარლამენტში განიხილება. შეხვედრაზე ყურადღება საარჩევნო რეფორმასაც დაეთმო. პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ ჯგუფის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წინასაარჩევნო ოფიციალური დელეგაციის წევრები საქართველოში არჩევნების პროცესს დააკვირდებიან.

 

შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ და მას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი