ახალი ამბები

ინგლისური ენის სწავლების ცენტრი “აი ენ თი” – პროფესიონალები თქვენს სამსახურში

9 სექტემბერი, 2013 • 3582
ინგლისური ენის სწავლების ცენტრი “აი ენ თი” – პროფესიონალები თქვენს სამსახურში

ჩვენს მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვანი და ეფექტური კურსები სასარგებლო იქნება მათთვის, ვისაც ინგლისური ენის ცოდნა ესაჭიროება დასაქმების, სწავლის ან მოგზაურობისათვის.


ჩვენი მისიაა მაღალი ხარისხის, ინოვაციური და ეფექტური სწავლა-სწავლების საშუალებით ავამაღლოთ მოტივაცია ჩვენს კლიენტებსა და თანამშრომლებში, რათა ხელი შევუწყოთ მათ საჭირო ცოდნა-გამოცდილების შეძენაში.


“აი ენ თი” გთავაზობთ შემსწავლელთა საჭიროებებზე მორგებულ მრავალფეროვან კურსებს.


გთავაზობთ შემდეგ კურსებს

 

კურსები ზოგად ინგლისურში

 

კურსები მიმართულია ოთხი ძირითადი უნარ-ჩვევის – საუბრის, წერის, კითხვისა და მოსმენის გასავითარებლად. ძალისხმევა ასევე მიმართულია ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების დახვეწისაკენ, როგორიცაა სიტყვების სწორი წარმოთქმა, გრამატიკა, სიტყვების მარაგი, რაც უზრუნველყოფს ენის კომპლექსურ დაუფლებას.

 

  • კურსები მოიცავს საფეხურებს: დამწყები – მაღალი (Beginner – Advanced)
  • კურსების ტიპები: სტანდარტული, ინტენსიური, ინდივიდუალური
  • ჯგუფების მოცულობა: 6-7 მსმენელი
  • კურსების ხანგრძლივობა სკოლის მოსწავლეებისათვის: 8.5 თვე
  • ზრდასრულთათვის – 4,5 თვე
  • საათების რაოდენობა კვირაში: 4 სთ  (3 სთ დამწყებ ჯგუფებში ბავშვებისათვის)

 

სააბიტურიენტო ჯგუფები

 

  • საფეხურები: ელემენტარული – მაღალი (Elementary – Advanced)
  • ჯგუფების მოცულობა: 4-5 მსმენელი
  • საათების რაოდენობა კვირაში:
  • Elementary: 4.5 სთ
  • Pre-Intermediate: 4 სთ
  • Intermediate და ზევით: 3 სთ

 

ინდივიდუალური გაკვეთილების ხანგრძლივობა 60 წუთია, კურსის შინაარსი და გაკვეთილების სიხშირე ექვემდებარება შეთანხმებას მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. ინდივიდუალური გაკვეთილების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია.

 

საერთაშორისო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსები

 

  • CAE (Cambridge Advanced)
  • FCE (Cambridge First Certificate in English)
  • PET (Cambridge Preliminary English Test)
  • KET (Key English Test)

 

დამატებითი აქტივობები

 

გარდა სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კურსებისა, ჩვენი ცენტრის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს რეგულარულად ვთავაზობთ შემდეგ უფასო ღონისძიებებს: დისკუსიები წაკითხული წიგნების ირგვლივ

 

  • მრავალფეროვანი სახალისო და შემოქმედებითი პრეზენტაციები
  • ვორქშოფები მეტყველებაში ინგლისურენოვანი ტრენერების მონაწილეობით
  • პროფესიული ვორქშოფები და ტრენინგები ცენტრის მასწავლებელთათვის

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ცენტრში ზაფხულის თვეებში ფუნქციონირებს საზაფხულო სკოლა ინგლისურენოვანი მასწავლებლების მონაწილეობით

 

ცენტრის თანამშრომლები:

 

ცენტრის დამფუძნებლები არიან პროფესიონალები ინგლისური ენის, როგორც უცხოური ენის სწავლებაში – გამოცდილი და კვალიფიციური მასწავლებლები, საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციისა (ETAG) და ბრიტანეთის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული მასწავლებელთა მწვრთნელები:

 

ნელი კუხალეიშვილი – დირექტორი სწავლების  დარგში

 

ნინო კვანტალიანი – დირექტორის მოადგილე  სწავლების დარგში

 

თამარ მგელაძე – მატერიალური რესურსების მართვის დირექტორი

 

ინგა ბადალიანი – სასწავლო პროცესის მართვის დირექტორი

 

ცენტრში დასაქმებული არიან პროფესიონალი მასწავლებლები, რომლებიც ჩართული არიან პროფესიული განვითარების მუდმივ პროცესში, რეგულარულად ესწრებიან ტრენინგებს სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიაში და ფლობენ სხვადასხვა სახის სერტიფიკატებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ცენტრში მოწვეული არიან ბრიტანელი და ამერიკელი მასწავლებლები.

 

მოსწავლეთა წარმატებები:

 

  • ცენტრის მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა რეგიონალურ და ეროვნულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში
  • ცენტრის დაარსებიდან დღემდე 9 მოსწავლემ გაიმარჯვა FLEX-ის პროგრამაში, რამაც მათ მისცა მიანიჭა პროვილეგია ერთი სასაწავლო წლის განმავლობაში ესწავლათ ამერიკის სხვადასხვა სკოლაში
  • ცენტრის გამორჩეული მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული  ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის მუშაობაში და წარმოადგენენ ჩვენს რეგიონს
  • ცენტრის მოსწავლეები წარმატებით აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო გამოცდებს

 

ცენტრში ჩარიცხვა და სერტიფიცირება

 

მსურველთა სათანადო ჯგუფში ჩარიცხვის მიზნით ინგლისური ენის შესწავლის მსურველებს უტარდებათ ტესტირება – გასაუბრება.თითოეული კურსის დასრულებისას მოსწავლეებს უტარდებათ საბოლოო ტესტირება შესწავლილ მასალაზე დაყრდნობით. შედეგების შესაბამისად გაიცემა სერტიფიკატი კურსის დასრულების შესახებ.


მისამართი: ბათუმი, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა #5/7, ბ 1
 

ელ-ფოსტა.: int.centre.yahoo.com

ტელ :27 25 27

მობ: 592 104 274;

ოფისმენეჯერი: 598 289 407

დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ვებ გვერდზე: www.int.com.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი