დიდთოვლობის გამო მესტიისა და სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინუნლის გამო მესტიისა და სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია: 

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის ჯვარიუშგულიმონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

რაც შეეხება დანარჩენი სახის ავტოსტრანსპორტის მოძრაობას, ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია, ხოლო ხაიში-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის ზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 თებერვლიდან , თოვლისა და ლიპყინულის გამო, შეზღუდულია მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე, კერძოდ, აქ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რაც შეეხება მლეთა-კობის მონაკვეთს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში გაივლის, ხოლო გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ ზვავდამცავის გვირაბების გავლითაა დასაშვები. დარიალის ხეობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას მათი გაჩერება იკრძალება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან