ახალი ამბები

ვეფხვაძე: მოვითხოვთ, შეიზღუდოს ბიუჯეტის ფულით რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაცია

9 სექტემბერი, 2013 • 1070
ვეფხვაძე: მოვითხოვთ, შეიზღუდოს ბიუჯეტის ფულით რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაცია

“საუბარია შაბათს ანაკლიაში ჩატარებულ ღონისძიებაზე. ეს არის კონკრეტული ფაქტი დარღვევის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების. სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ მის მიერ ორგანიზებულ, ანუ ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე დაპატიჟა მხოლოდ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები. აქ იყო საუბარი საპრეზიდენტო არჩევნებზეც.

 

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტის ის წევრი, რომელიც არის ინტერფრაქციული ჯგუფის წარმომადგენელი და რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ეს იყო კანონის დარღვევა, მაგრამ მიუხედევად ამისა, ესენი აგრძელებენ ამ სტილით მუშაობას, საუბარია ზაქრო ქუცნაშვილზე. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ შეიზღუდოს ბიუჯეტის ფულით რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაციის წარმოება,” – განაცხადა ვეფხვაძემ, რომლის თქმითაც, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დღეს ამ საკითხის განხილვისას დამატებითი მასალების და მტკიცებულებების წარდგენა ითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი