ახალი ამბები

ანონსი: 12 თებერვალი

11 თებერვალი, 2018 • 1939
ანონსი: 12 თებერვალი

11:00 ატენის ქუჩის მოსახლეობა თბილისის საქალაქო სასამართლოში დედაქალაქის მერიის წინააღმდეგ, ატენის ქ. #19-ში მიმდინარე მშენებლობის შეჩერების თაობაზე სარჩელს შეიტანს.
მის.: დ. აღამაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.


11:30 “პრაიმ-ტაიმში” ადვოკატები გელა ნიკოლაიშვილი და გია ტაბლიაშვილი გამართავენ პრეს-კონფერენციას კლინიკა “ლანცეტის” დამფუძნებლის დამფლობელის ფარმან ჯეირანლის პოლიტიკურ განაჩენთან დაკავშირებით.


13:00 „ქორთიარდ მარიოტში“ „ბადაგონი“ პრესკონფერენციას გამართავს.


14:00 თბილისის საკრებულოს ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება. ფორუმს საქართველოს 64 საკრებულოს ახალგაზრდა წევრები დაესწრებიან.
მის: თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობა. თავისუფლების მოედანი 2

14:00 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოში სოფლის მდგრადი განვითარების მიზნით თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 300 აგრარული სასწავლო ფილმი საავტორო უფლების დაცვით, უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ კავკასიის მთის ინსტიტუტის  სოფლის მდგრადი განვითარების ცენტრს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის თხოვნის საფუძველზე, თურქეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან არსებული თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA)მხარდაჭრით ფილმები ითარგმნა და გახმოვანდა ქართულ ენაზე.


15:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის წევრებთან და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ეროვნულ დელეგაციათა ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავს.
მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)


16:00 პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)


16:00 ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის და ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტების სხდომა გაიმართება.
მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი, (C კორპუსი, V სართული)

მასალების გადაბეჭდვის წესი