ახალი ამბები

საქართველო VS ბელგია 47:0 [ფოტო]

10 თებერვალი, 2018 • 3022
საქართველო VS ბელგია 47:0 [ფოტო]

ქუთაისში, “აია არენაზე”, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბელგიის ნაკრები 47-0 დაამარცხა. მეტოქისთვის შვიდი უპასუხო ლელოს გატანისთვის საქართველომ ბონუს ქულაც აიღო და 5 ქულა დააგროვა.

თითო ლელო გაიტანეს ჩილაჩავამ, მამუკაშვილმა, ჟვანიამ, წიკლაურმა, ფრუიძემ, თოდუამ და სიჭინავამ. ბექა წიკლაურმა შვიდიდან ექვსი გარდასახვა გაიტანა და 17 ქულით მატჩის საუკეთესო მექულე გახდა.

დღევანდელ თამაშში დებიუტი ჰქონდათ გურამ შენგელიასა და მიხეილ გაჩეჩილაძეს. გაჩეჩილაძე თამაშში მეორე ნახევრიდან ჩაერთო, ხოლო შენგელიამ ნოდარ ჭეიშვილი 71-ე წუთზე შეცვალა.

მომდევნო თამაშს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთი კვირის თავზე, 17 თებერვალს გამართავს და სტუმრად გერმანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შინ გასამართი ორივე მატჩი თბილისში გაიმართება: 3 მარტს ესპანეთს მესხის სახელობის სტადიონზე მივიღებთ, ხოლო 18 მარტს დინამო არენაზე რუმინეთს ვუმასპინძლებთ. რუსეთის წინააღმდეგ მატჩი 10 მარტს, კრასნოდარში შედგება.

KUTAISI , GEORGIA – FEBRUARY 10: A croud waves flags of Georgia during the Rugby Europe Championship round 1 match between Georgia and Belgium at Aia Arena on February 10, 2018 in Kutaisi, Georgia (Photo by Levan Verdzeuli/Getty Images)

KUTAISI , GEORGIA – FEBRUARY 10: Gela Aprasidze congratulates Shalva Mamukashvili, both Georgians, on his try during the Rugby Europe Championship round 1 match between Georgia and Belgium at Aia Arena on February 10, 2018 in Kutaisi, Georgia (Photo by Levan Verdzeuli/Getty Images)

KUTAISI , GEORGIA – FEBRUARY 10: Rezi Jinchvelashvili of Georgia during the Rugby Europe Championship round 1 match between Georgia and Belgium at Aia Arena on February 10, 2018 in Kutaisi, Georgia (Photo by Levan Verdzeuli/Getty Images)

KUTAISI , GEORGIA – FEBRUARY 10: Mikheil Gachechiladze of Georgia runs during the Rugby Europe Championship round 1 match between Georgia and Belgium at Aia Arena on February 10, 2018 in Kutaisi, Georgia (Photo by Levan Verdzeuli/Getty Images)

მასალების გადაბეჭდვის წესი