ია ანთაძემ, ირაკლი აბსანძემ და თამთა ყუბანეიშვილმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დატოვეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა- ია ანთაძემ, ირაკლი აბსანძემ და თამთა ყუბანეიშვილმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დატოვეს. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს შორის არსებული კონფლიქტი დაასახელეს, რომლის მიზეზიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული გუშინდელი განცხადება გახდა, რომელსაც ხელს საქართველოს ჟურნალსიტური ეთიკის ქარტიაც აწერდა.

განცხადების ხელმომწერები საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გადადგომას ითხოვდნენ და მაუწყებლის რეფორმირებისათვის და გთავაზობთ 6-პუნქტიან გეგმა გაავრცელეს.

განცხადებას ხელს 73 ორგანიზაცია აწერს, მათ შორისაა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც.

  • ია ანთაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის  მრჩევლი 2017 წლის იანვარში გახდა.
  • 2017 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი არაერთხელ გახდა საზოგადოების კრიტიკის ობიექტი ახალი მენეჯმენტის მიერ გადაცემების დახურვის და სხვა გადაწყვეტილებების გამო.
  • მაუწყებლის მიმართ კრიტიკა 2017 წლის ბოლოს გამძფრდა, როცა არხმა პოეტ ზვიად რატიანის ვიდეო გაავრცელა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.