აფგან მუხთარლი ქართველ ხალხს მადლობას უხდის

აფგან მუხთარლი ნეტგაზეთთან საუბარში ქართველ ხალხს მადლობას უხდის.

“მინდა ქართველ ხალხს და კოლეგებს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, 2 წელი ვიცხოვრე თბილისში და ბევრი მეგობარი შევიძინე ამ დროის განმავლობაში”.

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის დევნილია, 2017 წლის მაისამდე ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, თუმცა, აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისის საღამოს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა და ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. მუხთარლის დაკავებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში.

აზერბაიჯანის ციხიდან 2 დღით გათავისუფლებული ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2017 წლის მაისში თბილისიდან ბაქოში გაურკვეველ ვითარებაში გაიტაცეს, ნეტგაზეთთან საუბარში მისი გატაცების დეტალებს იხსენებს. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი