ხე-მცენარეები, რომელთა დარგვასაც თბილისის მერია გეგმავს (ფოტო)

თბილისის მერიამ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე იმ ხეების ნუსხა დაამტკიცა, რომლებიც უახლოეს პერიოდში დედაქალაქში დაირგვება. ხეების ნუსხა “ნეტგაზეთს” თბილისის მერიამ მიაწოდა.

აღნიშნულ ნუსხაში სულ 74 ხე-მცენარის სახეობაა ჩამოთვლილი, მათ შორის, 38 ჯიში პრიორიტეტულია, ხოლო 36 – რეკომენდირებული.

“ეს ხეები შერჩეულია თბილისის არქიტექტურისა და კლიმატის გათვალისწინებით. მისი შერჩევის პროცესში ჩართული იყო სხვადასხვა ექსპერტი და არასამთავრობო ორგანიზაცია. მათი დახმარებით განხორციელდა ეს ცვლილებები, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. ეს არის მწვანე და ეკოლოგიურად მდგრადი ურბანული განვითარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები და ჩვენ მალე საკანონმდებლო დონეზე წარმოვადგენთ ცვლილებათა პაკეტს, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია“, – აღნიშნა თბილისი მერმა.

გთავაზობთ რამდენიმე ხე-მცენარის ჯიშს, რომელთა დარგვასაც თბილისის მერია გეგმავს :

არღავანი, იუდას ხე. ფოტო: CC

ორნაკვეთიანი გინკო. ფოტო: CC

ირმის რქა. ფოტო: CC

ოლეანდრი. ფოტო: CC

 

წითელი მუხა. ფოტო: CC

 

ნეკერჩხლისფოთოლა. ფოტო: CC


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან