ახალი ამბები

შსს-მ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

9 თებერვალი, 2018 • 1402
შსს-მ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისში ირანის მოქალაქე დააკავა. უწყების განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 5 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ  თბილისში მყოფი ირანის სხვა მოქალაქის მკვლელობა მოამზადა:

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 5 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოამზადა თბილისში მყოფი ირანის რესპუბლიკის მოქალაქის, 1981 წელს დაბადებული ვ.ა-ს მკვლელობა. ასევე დადგინდა, რომ თბილისში, ა.პ-მ კონკრეტულ პირს იარაღის შესაძენად თავდაპირველად თანხის ნაწილი გადაუხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც სისრულეში მიიყვანდა მიღებულ დავალებას, დანარჩენ თანხასაც მიიღებდა” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება ანგარებით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

მასალების გადაბეჭდვის წესი