ახალი ამბები

თბილისში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად კიდევ ერთი მუშა დაიღუპა

9 თებერვალი, 2018 • 4647
თბილისში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად კიდევ ერთი მუშა დაიღუპა

თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან ადამიანი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი ამავე მშენებლობაზე იყო დასაქმებული.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი