ახალი ამბები

რუსეთში მშენებარე სტადიონზე, სადაც მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, კონსტრუქცია ჩამოინგრა

9 თებერვალი, 2018 • 3559
რუსეთში მშენებარე სტადიონზე, სადაც მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, კონსტრუქცია ჩამოინგრა

რუსეთში,  ქალაქ სამარაში, “სამარა არენის” სტადიონის მშენებლობისას კონსტრუქციის ნაწილი ჩამოინგრა. სწორედ ამ სტადიონზე 2018 წელს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართება. ამის შესახებ ტელეკომპანია “დოჟდი” იუწყება.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონსტრუქციის ის ნაწილი ჩამოინგრა, რომელზეც გაზონისთვის განკუთვნილი სათბური უნდა ყოფილიყო. თვითმხილველის ინფორმაციით, სათბურმა დიდთოვლობას ვერ გაუძლო.

“დოჟდის” ინფორმაციით, კონსტრუქცია 7 თებერვალს ჩამოინგრა, ხოლო 8 თებერვალს სამუშაოს შემსრულებელმა კომპანიამ  განმარტა, რომ სათბური მუშებმა სპეციალურად ჩამოხსნეს გასაწმენდად, შემდგომ კი ხელახლა დააყენეს.

2018 წლის აგვისტოში ამავე სტადიონის მშენებლობაზე  ხანძარი გაჩნდა, თუმცა მაშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ზარალი დიდი არ ყოფილა.

პირველი მატჩი სტადიონზე 7 აპრილს უნდა გაიმართოს. გამოცემის ინფორმაციით, მშენებლობა რუსეთს 18 მილიარდი რუბლი დაუჯდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი