ახალი ამბები

საგარეო შტამპის განცხადებაზე: აქტიურად ვიმუშავებთ რაინ-ვესტფალიის მთავრობასთან

8 თებერვალი, 2018 • 2099
საგარეო შტამპის განცხადებაზე: აქტიურად ვიმუშავებთ რაინ-ვესტფალიის მთავრობასთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი ეხმაურება გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ხელისუფლების განცხადებას, რომ რეგიონი  საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხს განიხილავს, და აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს გერმანიასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლური ურთიერთობა აქვს, მათ შორის დანაშაულთან ბრძოლის სფეროში.

” ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ გერმანიის არა მარტო ცენტრალურ ხელისუფლებასთან, არამედ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ცალკეულ მიწებთან. გასულ წელს რანდენიმე მხარეში გაიმართა საქართველოს შსს მინისტრის ვიზიტი და მათ შორის ოთხ მიწასთან გაფორმდა თანამშრომლობის შეთანხმება. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით თანამშრომლობას და ასევე, აქტიურად ვიმუშავებთ რეინ-ვესტფალიის მთავრობასთან. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პარტნორებთან ერთად ყველა ნაბიჯი იდგმებოდეს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე” – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, შესაბამისად, თავშესაფრის არალეგიტიმური მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან.

“ხშირად, მოქალაქეები შეცდომაში არიან შეყვანილი,ცრუ დაპირებებით კერძო პირების მხრიდან, რის შედეგადაც ქვეყნისთვის ზიანის გარდა, პირად ფინანსური ზარალსაც იღებენ. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომ ვიზალიბერალიზაციის მხოლოდ დაშვებული პირობებით ისარგებლონ, რაც გულისხმობს მხოლოდ ტურისტული და მოკლევადიანი, 90-დღიანი ვიზიტით, შენგენის ქვეყნებში გამგზავრებას”- ნათქვამია მახარობლიშვილის განცხადებაში.

გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ხელისუფლება აცხადებს, რომ რეგიონი განიხილავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხს.

ამის შესახებ გერმანული რადიოს, wdr.de-ს (საზოგადოებრივი მაუწყებელი) ეთერში, რეგიონის ინტეგრაციის მინისტრმა იოახიმ შტამპმა განაცხადა.

wdr.de-ის ინფორმაციით, როგორც ჩანს, ბევრი დევნილი საქართველოდან არღვევს სავიზო რეჟიმს. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალს კი ამ ჯგუფისგან ბოლო პერიოდში დიდი პრობლემები ექმნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი