თანამდებობის პირები, რომლებიც დიდი ოდენობით ნაღდ ფულს ინახავენ

2018 წლის იანვარ-თებერვალში შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ნეტგაზეთი გთავაზობთ იმ თანამდებობის პირების ჩამონათვალს, რომლებიც დეკლარაციის შევსების დროს ყველაზე დიდი ოდენობით ნაღდ ფულს ფლობდნენ.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რატომ ინახავენ საჯარო მოხელეები დიდი ოდენობით ნაღდ ფულს და რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა. მათი ნაწილი ამ კითხვებმა გააღიზიანა და ისინი უპასუხოდ დატოვეს.

კითხვით ძალიან “გამხიარულდა” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ბიძინა გეგიძე:

“სხვადასხვა ფორმა არსებობს ფულის შენახვის. სახლში მაქვსო, არ წერია დეკლარაციაში ეგ. სად ვინახავ, ბარემ ისიც ხომ არ მოგიყვეთ? ქვის ქვეშ მაქვს, ქვის ქვეშ… პირდაპირ ასე დაწერეთ: ქვის ქვეშ მაქვს დამალული, ოღონდ მისამართს არ გეტყვით… ძლივს არ გავიცინე ცოტა.”

კიდევ ერთი პარლამენტარი “ქართული ოცნებიდან” ლევან კობერიძე, რომელსაც 2017 წლის დეკლარაციაშიც 150 000 ლარზე მეტი დანაზოგი ჰქონდა მითითებული, გვპასუხობს, რომ ყველა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ბანკში შეინახავს ფულს თუ სხვაგან:

“მაგაზე კომენტარი, ალბათ, ჩემგან არ არის საჭირო. ეს ყველა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს. დანარჩენი მონაცემები, ყველაფერი ასახულია.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.