ახალი ამბებისაზოგადოება

მარლონ ბრანდო და რიჩარდ პრაიორი საყვარლები იყვნენ – პრაიორის ცოლი

8 თებერვალი, 2018 • 4436
მარლონ ბრანდო და რიჩარდ პრაიორი საყვარლები იყვნენ – პრაიორის ცოლი

ამერიკელი კომიკოსის რიჩარდ პრაიორის ცოლმა, ჯენიფერ ლი პრაიორმა დაადასტურა, რომ მის ქმარი და მარლონ ბრანდო 1970-იან წლებში საყვარლები იყვნენ.

ბრანდოსა და პრაიორის სასიყვარულო ურთიერთობებს პირველად პროდიუსერი ქუინსი ჯონსი vulture.com-თან ინტერვიუს დროს შეეხო, როდესაც ბრანდოს სექსუალური ცხოვრების შესახებ საუბრობდა:

“მას შეეძლო სექსი ჰქონოდა ყველასთან და ყველაფერთან. საფოსტო ყუთთან, ჯეიმს ბოლდუინთან, რიჩარდ პრაიორთან, მარვინ გაისთან”.

რიჩარდ პრაიორის ქვრივმა გამოცემა TMZ-ს უთხრა, რომ რიჩარდი ბისექსუალი იყო და ამას არ მალავდა მეგობრების წრეში. ჯენიფერის თქმით, რიჩარდი გაგიჟდებოდა, ფართო საზოგადოებას  ბრანდოსა და მას შორის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ რომ გაეგო.

ჯენიფერ პრაიორი ამბობს, რომ რიჩარდი ხშირად წერდა დღიურებში თავისი სექსუალური ცხოვრების შესახებ, რომელსაც 2018 წლის ბოლოს გამოაქვეყნებენ. რიჩარდ პრაიორი შვიდჯერ იყო დაქორწინებული. ჯენიფერი და რიჩარდი 1982 წელს, ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. 2011 წელს მათ ისევ იქორწინეს და პრაიორის დაღუპვამდე ერთად ცხოვრობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი