“რუსთავის წყალი”: მე-16 სკოლის მოსწავლეების შეუძლოდ გახდომის მიზეზი წყალი არ ყოფილა

“რუსთავის წყლის” ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინა, რომ მე-16 სკოლის მოსწავლეები წყლით არ მოწამლულან. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქიმიური ანალიზი სასმელი წყლის 4 სხვადასხვა ნიმუშზე ჩატარდა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ წყლის ხარისხი ჯანმრთელობის მსფოლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და ეროვნულ რეგლამენტს შეესაბამება.

რუსთავის მე-16 სკოლის რამდენიმე მოსწავლე დღეს, 8 თებერვალს, გაკვეთილების მიმდინარეობისას, ერთდროულად გახდა შეუძლოდ. როგორც სკოლის წარმომადგენლებმა “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ამის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო ბავშვების მიერ სპორტის გაკვეთილის შემდეგ ონკანის წყლის დალევა. სკოლამ სასწრაფო გამოიძახა, თუმცა, მოსწავლეების მშობლებმა ბავშვების ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან