ახალი ამბები

გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ხელისუფლებას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეწყვეტა სურს – WDR

8 თებერვალი, 2018 • 12875
გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ხელისუფლებას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეწყვეტა სურს – WDR

გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ხელისუფლება აცხადებს, რომ რეგიონი განიხილავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხს.

ამის შესახებ გერმანული რადიოს, wdr.de-ს (საზოგადოებრივი მაუწყებელი) ეთერში, რეგიონის ინტეგრაციის მინისტრმა იოახიმ შტამპმა განაცხადა.

wdr.de-ის ინფორმაციით, როგორც ჩანს, ბევრი დევნილი საქართველოდან არღვევს სავიზო რეჟიმს. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალს კი ამ ჯგუფისგან ბოლო პერიოდში დიდი პრობლემები ექმნება.

wdr.de პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ დევნილთა ბანაკიდან გამომდინარე, რეგიონში მკვეთრად გაიზარდა დანაშაულის სტატისტიკა. დევნილთა ბანაკებში კი ცხოვრობს გაურკვეველი პერსპექტივის ბევრი დევნილი, მათ შორის, საქართველოდან.

უცნობია, რა დამოკიდებულება ექნება ქვეყნის მთავრობას ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით.

ევროკომისია ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში უვიზო რეჟიმის კონტექსტში საქართველოსაგან შემდეგი საკითხების მოგვარებას ითხოვს:

  • საქართველომ უნდა გააგრძელოს საინფორმაციო კამპანია უვიზო მიმოსვლით მოგზაურობასთან დაკავშირებული წესების შესახებ. დაასრულოს საიმიგრაციო და რისკების შეფასების სისტემებზე მუშაობა და მიგრაციის სურვილის მიზეზები დაადგინოს
  • დაასრულოს სადაზვერვო პოლიციის რეფორმა და დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემა შექმნა
  • გააგრძელოს და გააძლიეროს სასაზღვრო სამართლადაცვითი სამსახური
  • მიიღოს შესწორებები კანონში, რათა ანტდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაცია ეფექტური გახდეს

უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ევროპაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაზრდილია.

გირჩევთ – ევროპის რომელ ქვეყნებს მიმართავენ ყველაზე ხშირად თავშესაფრისთვის საქართველოდან – სტატისტიკა

გირჩევთ – ემიგრანტები საქართველოდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი