ახალი ამბები

თბილისი მერია 2018 წელს 100 ახალი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს

8 თებერვალი, 2018 • 2627
თბილისი მერია 2018 წელს 100 ახალი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს

თბილისის მუნიციპალურ ავტოპარკს წელს 100 ახალი ავტობუსი შეემატება, ამის შესახებ დღეს, 8 თებერვალს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, წლევანდელი ბიუჯეტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ქალაქმა 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი შემოიყვანოს.

“ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ, შევუქმნათ ყველანაირი პირობები, რომ მგზავრობა იყოს კომფორტული და ნაწილობრივ შემსუბუქდეს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა“, – თქვა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერი ამბობს, ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების მიზნით, 4 წლის განმავლობაში დედაქალაქში 700 ახალი ავტობუსის შემოყვანა იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი