ახალი ამბები

აუდიტორია 115-ის წევრს, გიორგი სოფრომაძეს თსუ-ის ღონისძიება დაცვამ დაატოვებინა [ვიდეო]

8 თებერვალი, 2018 • 5111
აუდიტორია 115-ის წევრს, გიორგი სოფრომაძეს თსუ-ის ღონისძიება დაცვამ დაატოვებინა [ვიდეო]

თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის 100 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე აუდიტორია 115 -ის წევრმა გიორგი სოფრომაძემ რექტორ გია შარვაშიძეს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა. სოფრომაძეს დაცვამ დარბაზი დაატოვებინა:

 

“თქვენ ყველამ უნდა მოითხოვოთ, რომ დღეს აქ სტუდენტები შემოვიდნენ” – დაიძახა აუდიტორია 115-ის წევრმა გიორგი სოფრომაძემ თსუ-ის რექტორის, გიორგი შერვაშიძის სიტყვით გამოსვლისას.

თსუ-ის 100 წლის იუბილის აღსანიშნავ ღინისძიებაზე სტუმრებს მხოლოდ მოსაწვევებით უშვებდნენ, რასაც აუდიტორია 115 აპროტესტებს

Posted by netgazeti.ge on Wednesday, 7 February 2018

დღეს, 8 თებერვალს, სტუდენტების ნაწილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე შესვლა უნდოდა, თუმცა ისინი დაცვამ არ შეუშვა, რამაც სტუდენტების უკმაყოფილება გამოიწვია.

“ყველამ უნდა მოითხოვოთ, რომ დღეს აქ სტუდენტები შემოვიდნენ ”- ყვიროდა სოფრომაძე.

გიორგი სოფრომაძის თქმით, თსუ-ის 100 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო იუბილეზე სტუდენტთა ნაწილის არშეშვების გასაპროტესტებლად მივიდნენ პირველ კორპუსთან, თუმცა დაცვა მათ შენობაში არ უშვებს. მისი თქმით, როდესაც სტუდენტები შენობაში შესვლას ცდილობდნენ, აუდიტორია 115-ის 3 წევრი დაცვამ მესამე სართულზე აიყვანა და არ იციან, დაკავებულები არიან თუ არა. გიორგი სოფრამაძის თქმით, პრემიერი და მთავრობის წევრები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად, იგნორირებას უკეთებდნენ სტუდენტების ნაწილს, რომელიც იუბილეზე შესვლას ითხოვდა.

ღონისძიებაზე მხოლოდ იმ სტუდენტებს უშვებენ, ვისაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, ასევე, თსუ-ის სააქტო დარბაზში შესვლას მხოლოდ მოსაწვევების მქონე პირები ახერხებენ.

საპატიო სტუმრებს შორის არიან პატრიარქი, მინისტრები, სხვა მაღალჩინოსნები, სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი