ახალი ამბები

დაპირისპირება თსუ-ში საიუბილეო ღონისძიებაზე სტუდენტების არშეშვების გამო

8 თებერვალი, 2018 • 8837
დაპირისპირება თსუ-ში საიუბილეო ღონისძიებაზე სტუდენტების არშეშვების გამო

დღეს, 8 თებერვალს სტუდენტების ნაწილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე შესვლა უნდოდა, თუმცა ისინი დაცვამ არ შეუშვა, რამაც სტუდენტების უკმაყოფილება გამოიწვია.

როგორც სტუდენტმა გიორგი არობელიძემ განაცხადა, თუ სტუდენტებს მაღალი აკადემიური მოსწრების მიხედვით უშვებენ საიუბილეო ღონოსძიებაზე, მაშინ შეამოწმონ მათი აკადემიური მოსწრება.

აუდიტორია 115-ის წევრმა გიორგი სოფრომაძემ თსუ-ის რექტორის მიმართვის დროს ხმამაღლა გააპროტესტა, რომ სტუდენტებს დარბაზში არ უშვებენ:

“ყველამ უნდა მოითხოვოთ, რომ დღეს აქ სტუდენტები შემოვიდნენ ” – ყვიროდა ის.

თსუ-ის სააქტო დარბაზში შესვლას მხოლოდ მოსაწვევების მქონე პირები ახერხებენ.

საპატიო სტუმრებს შორის არიან პატრიარქი, მინისტრები, სხვა მაღალჩინოსნები, სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი.

თსუ-ს 100 წლისთავისასდმი მიძღვნილი ღონისძიება

თსუ-ს 100 წლისთავისასდმი მიძღვნილი ღონისძიება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი