თსუ-ს შენობა 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმოდ გაანათეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმოდ გაანათეს. უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს გაიხსნა. თსუ კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი იყო. უნივერსიტეტის პირველ რექტორად პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა. თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის საიუბილეო მონეტაც გამოუშვა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.